ღამის და ქარის ტრფიალი გახლდათ
სულის კაეშანს სიჩუმით კლავდა
ფარული დარდის ის მძაფრი განცდა
მის ყველა ლექსში თამამად ჩანდა
და როცა ეხლა საფლავთან ვდგავარ
მე მახსენდება მისი აზრთასვლა
მან შეძლო გასვლა მიწიდან სწრაფად
და დანავარდობს ცაში თამამად
სულის წვალება ლექსებად აქცია
სიტყვას დაატყო მან ტრაგედია
მისი ლექსები გულს რომ აკლია
სულში ეძებენ მათ ფანტაზიას
სიტყვა მახვილზე მეტად ბასრია
ყოველი ლექსი განძთა განძია . . .